კინოსამყაროში ყველასთვის კარგად ნაცნობი მსახიობი დები, დაკოტა და ელ ფენინგები ახალ პროექტში ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

თანაც ისინი ფილმში დების როლს შეასრულებენ: კომპანია TriStar ცნობილი ამერიკელი მწერლის, კრისტინ ჰანას 2015 წელს გამოქვეყნებული ბესტსელერი რომანის, The Nightingale-ს ეკრანიზაციას იღებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომი დროს ფრანგი დების გადარჩენისთვის ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.

ფილმის რეჟისორი მელანი ლორანი იქნება, რომელსაც კინომაყურებლები უფრო, როგორც მსახიობს, ისე იცნობენ: მაგალითად, მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი როლი კვენტინ ტარანტინოს საკულტო ფილმში უსახელო ნაბიჭვრები განსახიერებული ებრაელი ქალი, შოშანაა.

"The Nightingale-ში პირველად ვითამაშებთ ერთად. აქამდე ერთი და იგივე როლი სხვადასხვა ასაკში კი შეგვისრულებია, მაგრამ კამერის წინ ერთად არასდროს გვითამაშია. წლების განმავლობაში ვეძებდით ფილმს, რომელშიც ამას გავაკეთებდით და აი, ისიც გამოჩნდა", — განაცხადეს დებმა ფენინგებმა.

ფილმის გადაღებები, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება.