რუსეთი ვერ დაბრუნდება G7-ში, თუ პატივს არ სცემს მეზობლების ტერიტორიებს — აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის რეზოლუცია
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენლობითმა პალატამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც რუსეთი ვერ დაბრუნდება დიდ შვიდეულში (G7), თუ პატივს არ სცემს მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას და არ იქნება დემოკრატიული სტანდარტების ერთგული. კონგრესმენ ალბიო საირესის ეს რეზოლუცია პალატამ 339 ხმით, 71 ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, პალატის პლენარულ სესიაზე რეზოლუციის თაობაზე გამართული დებატების ფარგლებში გამოსვლისას, აშშ-ის კონგრესმენმა კრის სმითმა (რესპუბლიკელი) საქართველოს ოკუპაციაზე და დევნილებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომისას ვლადიმერ პუტინმა საბჭოთა კავშირის წარსული დააბრუნა.
"ბატონო სპიკერო, მე ვიყავი თბილისში, პუტინის მიერ სამხრეთ ოსეთში შეჭრიდან ერთი კვირის თავზე, როდესაც მოსალოდნელი იყო იგი საქართველოს დანარჩენი ტერიტორიის მიმართულებით თბილისისკენ დაძრულიყო. მე ჩემი თვალით ვნახე იძულებით გადაადგილებული პირები, ლტოლვილები, დაღუპულები, დაჭრილი ხალხი.
პუტინმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები. ეს მან გააკეთა დაუსჯელობით, მისი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და დემოკრატიული საზოგადოების სტანდარტების უარყოფით".
უწყების ინფორმაციით, დებატებზე სიტყვით გამოვიდა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარე, მაიკლ მაქკოლმიც, რომელმაც განაცხადა, რომ პუტინის ხელმძღვანელობის პირობებში მსოფლიო უფრო საშიში გახდა.
"პუტინის ხელმძღვანელობით, რუსეთი შეიჭრა და უკრაინისა და საქართველოს ნაწილის ოკუპაცია მოახდინა; მოკლა პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ; გააძლიერა ასადისა (სირიაში) და მადუროს (ვენესუელაში) კორუმპირებული რეჟიმები. პუტინმა ასევე, ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერომი და დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა; ჩაერია ჩვენს არჩევნებში; წყალქვეშა საომარი შესაძლებლობების მქონე გემებით განახორციელა ჩვენი სანაპიროების ჯაშუშობა...
ჩვენ საჭიროა წინ აღვუდგეთ ისეთ დიქტატორებს, როგორიც პუტინია. ეს არ არის რესპუბლიკური, თუ დემოკრატიული საკითხი, ეს ამერიკული საკითხია, წინ აღვუდგეთ მტრულ მოწინააღმდეგეს".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის G7-ში დაბრუნების ინიციატივით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ გამოვიდა, რასაც ბოლო სამიტზე საფრანგეთმა და გერმანიამ ნაადრევი უწოდეს. ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს გაერთიანებაში დაბრუნება მხოლოდ ყირიმის ანექსიის შეწყვეტის შემდეგ შეუძლია.
1997 წლიდან რუსეთი დიდი რვიანის სამიტებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას, თუმცა 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს. ამის შემდეგ დიდი რვიანი დიდ შვიდეულად იქცა.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები