გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამო ბერლინიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევეს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომ რუსეთი ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში არ თანამშრომლობს, რის გამოც საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

საქართველოს მოქალაქე, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში ველოსიპედით გამვლელმა მოკლა. იგი 23 აგვისტოს ლოცვაზე მიდიოდა, როდესაც თავში ესროლეს. ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა. გამოცემისვე ინფორმაციით, ხანგოშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციასაც უკავშირდება. ამასთანავე, ის რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა.

ამავე თემაზე: