აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ ჟურნალისტები აშანტაჟებენ და მათ მოუწოდებს, რომ "ყველამ თავის კომპეტენციის სფეროში იცუროს". ამის შესახებ კოხრეიძემ გადაცემა ჰეშთეგში განაცხადა.

როგორც ის ამბობს, 29 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებთან შეხვდრისას დარწმუნდა, რომ თანამშორმელთა ნაწილს "მშვიდობა" არ სურთ. ჟურნალისტებს, რომლებიც სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეს ხედავენ, პასუხობს, რომ "შიშებისთვის არსებობს ლოცვა და გამოლოცვა".

"ერთადერთი რაც მათ დააკმაყოფილებთ არის, რომ მე აქედან წავიდე. მე ვარ არჩეული და იმათ ამას არინ ეკითხება. თვითონ თქვეს, რომ ეს არის პრევენციაო, მაგრამ იურიდიულ ენაზე ამას შანტაჟი ქვია. ჩვენს ქვეყანაში თუ ჟურნალისტი ამას აკეთებს ეს შანტაჟი არ არის, უნდა ვაპატიოთ. მხოლოდ ოთხი ადამიანი, რომელზეც თავიდანვე ვიცოდი, რომ შეუძლებელი იყო მათთან მოლაპარაკება, დარჩა თავიანთ პოზიციაზე. სხვები არ აქტიურობენ. განცდები აქვთ, შიშები აქვთ და ამისთვის არსობობს ლოცვა და გამოლოცვა. მე ამ ომში არანაირად არ დავმარცხდები", — განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

როგორც ამავე გადაცემაში აჭარის საინფორმაციო გამოშვების წამყანმა, თეონა ბაკურიძემ თქვა, გიორგი კოხრეიძემ მას უთხრა, რომ ბაკურიძე მას ამერიკაში თავსესაფრის მიღების სურვილით აკრიტიკებდა.

ამ წუთებში აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ აქციას მართავენ. ისინი მოუწოდებენ კოხრეიძეს, რომ შეეშვას დაუსაბუთებელ ბრალდებებს, თვალთვალს, შანტაჟსა და თანამშრომლებზე თავდასხმას.

ოცნების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა მრჩეველთა საბჭომ დირექტორად გიორგი კოხრეიძე ნოემბერში აირჩია. ახალი დირექტორის დანიშვნაში ჟურნალისტების ნაწილი სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეს ხედავს. გიორგი კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ არხს კრიტიკულ ტონს უწუნებდა.