თეთრ ცხენზე ამხედრებულმა კიმ ჩენ ინმა "წმინდა მთა" პექტუსანი კიდევ ერთხელ დალაშქრა. სახელისუფლებო სააგენტოს KCNA-ის ინფორმაციით, ამჯერად კიმ ჩენ ინი მთას მაღალი რანგის სამხედრო პირებთან და ცოლთან ერთად ეწვია. მათივე თქმით, ეს ხალხში "რევოლუციური სულისკვეთების" ჩანერგვას ემსახურება.

ბოლო ორი თვის განმვალობაში კიმ ჩენ ინი "წმინდა მთას" მეორედ ეწვია. პექტუსანზე ლაშქრობა დაემთხვა იმ პერიოდსაც, როდესაც ჩრდილოეთ კორეისა და აშშ-ს ურთიერთობა კიდევ ერთხელ დაიძაბა.

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

მთა პექტუსანს დიდი როლი უჭირავს ქვეყნის იდენტობის ჩამოყალიბებაში. ის ჩრდილოეთ კორეის გერბზეც არის გამოსახული და კიმ ჩენ ინის მამის, კიმ ჩენ ირის სამშობლოდ მიიჩნევა. მთა პექტუსანი აქტიური ვულკანია და დანგუნის სამშობლოდ მიიჩნევა, ვინც 4 ათასი წლის წინ კორეის პირველი სამეფო ჩამოაყალიბა. მთა ფხენიანს ასობით კილომეტრითაა დაშორებული და პირდაპირ ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს.