თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპაში თბილისს ერთ-ერთი მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ პირობა მივეცით მოსახლეობას, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე მოწესრიგებული და იქნება ერთ-ერთი საუკეთესო. შემიძლია წავიტრაბახო, რომ როდესაც დავასრულებთ ამ პროექტის განხორციელებას ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ექნება თბილისს".

როგორც კალაძე ამბობს, მათ უკვე დაიწყეს ავტობუსების ჩანაცვლებისა და მეტროსადგურების მოწესრიგების პროექტები. მისივე მტკიცებით, წარმატებულია ტაქსების რეფორმა და სამომავლო მიკროავტობუსების ჩანაცვლებაც უნდა დაიწყოს.

გუშინ, 3 დეკემბერს კახა კალაძემ 54 ახალი მწვანე ავტობუსის პრეზენტაცია გამართა. მათგან 16 MAN-ს მარკის 10-მეტრიანი ავტობუსია, რომელიც შვიდი თვის დაგვიანებით ჩამოვიდა. მაისისთვის დაკვეთილი 40 ავტობუსიდან, ქალაქში ჯერ მხოლოდ 23-ია. კახა კალაძემ წარადგინა ასევე ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი 38 ერთეული ავტობუსი.

გარდა ამისა, მერია მეტროს 40 ახალი ვაგონის შესყიდვაზე 60 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება. 2018 წლის ოქტომბერში კალაძემ განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოდან თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობა დაწყება. როგორც მერმა აღნიშნა, დაახლოებით 8 ახალი მეტროსადგური იქნება, ჯამში კი 90 მილიონი დოლარი დაიხარჯება.