ნინო ბურჯანაძე პუტინის ადმინისტრაციასთან შესახვედრად მოსკოვში გაფრინდა
პარტია დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაფრინდა. პოლიტიკოსი შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს, თუმცა პრესამსახურის თქმით, უცნობია უშუალოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდება თუ არა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე სასაუბროდ, ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განსახილველად ჩავიდა. მათი თქმით, ვიზიტი თვენახევრის წინ იყო დაგეგმილი და ამაზე გაერთიანებული ოპოზიცია ინფორმირებულია.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, განსხვავებული საგარეო ორიენტაციის პოლიტიკური პარტიები არიან გაერთიანებულნი მხოლოდ ერთი საკითხის თაობაზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
"ჩვენ არ შევრიგებულვართ, ჩვენ მოვრიგდით და ეს მორიგება ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს", — თქვა ნიკა მელიამ On.ge-სთან საუბრისას.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნინო ბურჯანაძე მოსკოვში პოლიტიკური ვიზიტით ჩავიდა. ის არაერთხელ შეხვედრია ვლადიმერ პუტინს. დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს ლიდერი ესწრებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ევრაზიულ ქალთა ფორუმს, რომელსაც დე ფაქტო აფხაზეთის დელეგაციაც ესწრებოდა. ნინო ბურჯანაძეს ნათქვამი აქვს, რომ რუსეთში ყველა ვიზიტზე პატრიარქს წინასწარ აყენებს საქმის კურსში.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები