ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინმა წმინდა მთის გვერდით ახალი ქალაქი გახსნა. სახელისუფლებო მედიებმა ახალ ქალაქს თანამედროვე ცივილიზაციის განსახიერება უწოდეს.

ქალაქი სამჯიონი ახალი სახლებით, სასტუმროებით, სათხილამურო კურორტით, კომერციული, კულტურული და სამედიცინო დაწესებულებებით სოციალისტურ უტოპიად განიხილება.

ადგილობრივი მედიის KCNA-ს ინფორმაციით, ქალაქში ოთხი ათასი ოჯახი იცხოვრებს და ასობით ჰექტარზე 380 საზოგადოებრივი და ინდუსტრიული შენობაა განთავსებული.

სამჯიონი კიმ ჩენ ინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ინიციატივაა, რომელიც დამოუკიდებელი ეკონომიკის შექმნის ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. თუმცა დაწესებული სანქციების გამო მშენებლობა უსახსრობის გამო გადაიდო.

ფოტო: STR/AFP via Getty Images

ფოტო: STR/AFP via Getty Images