გარდა საკუთარი განსაკუთრებული ვოკალური შესაძლებლობებისა, ლედი გაგა გულშემატკივრების ყურადღების მიქცევას ყოველთვის ახერხებდა საკუთარი უჩვეულო და ეპატაჟური იმიჯითაც.

მომღერლის სადებიუტო ალბომი 2008 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ის სულ იყო ჟურნალისტების, პაპარაცებისა და ფანების ყურადღების ცენტრში. მისი ჩაცმულობა კი არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევდი — ადამიანების ნაწილს მოსწონდა გაგას ექსცენტრულობა, ნაწილი კი მას უგემოვნოდაც კი თვლიდა.

ფაქტია, რომ გაგას პირველი გამოჩენიდან ბევრი წელი გავიდა, მას და მის გამორჩეულ სასცენო კოსტიუმებს კი არასდროს დაუკარგავს აქტუალურობა.

აი, რა ეცვა მას ბოლო ათწლეულის მანძილზე:

1. წითელი ბოდე ქუდით, რომელიც მას TRL Awards-ზე ეცვა

ფოტო: Scott Gries / Getty Images

2. ორნამენტებიანი თეთრი კაბით ის Jingle Ball-ზე გამოჩნდა

ფოტო: Bryan Bedder / Getty Images

3. 2009 წელს Nokia 5800 Launch Party-ზე გაგას შავი კაბა ეცვა, მის წელსა და ვარცხნილობას კი ლამაზი ბაბთები ამშვენებდა

ფოტო: Nick Harvey / WireImage

4. MTV-ის მუსიკალური ვიდეოს დაჯილდოებაზე გაგას სისხლიანმა პერფორმანსმა დიდი გამოხმაურება და მოწონება დაიმსახურა

5. წითელი კაბა ეცვა მაშინაც, როცა წლის საუკეთესო არტისტად დაასახელეს

ფოტო: Christopher Polk / Getty Images

6. არმანის კაბით ყურადღების ცენტრში იყო 2010 წლის გრემის დაჯილდოებაზე

ფოტო: Larry Busacca / Getty Images

7. 2010 წლის Brit Awards-ზე კი გაგამ 3-სართულიანი კაბა ჩაიცვა და თეთრი ნიღაბიც მოირგო

ფოტო: Ian Gavan / Getty Images

8. ამ ცნობილ "ხორცის კაბას" წარდგენა არც სჭირდება:

9. 2011 წლის გრემის დაჯილდოებაზე გიგანტური კვერცხიდან გადმოსული გაგა არამიწიერ არსებას უფრო ჰგავდა

ფოტო: Kevin Winter / Getty Images

10. 2011 წლის MTV-ის დაჯილდოებაზე კი მამაკაცის სამოსით გამოჩნდა

ფოტო: Kevin Winter / Getty Images

11. MTV-ის 2013 წლის დაჯილდოებაზე მის სხეულს ნიჟარები და ყვავილები ამშვენებდა

ფოტო: Kevin Mazur

12. მეტ გალა 2015-ზე ბალენსიაგას გრანდიოზული შავი კაბა ეცვა

ფოტო: Mike Coppola / Getty Images

13. შეუძლებელია დაგავიწყდეს კოსტიუმი, რომელიც გაგას 2017 წლის Super Bowl-ზე ეცვა

ფოტო: Timothy A. Clary / AFP / Getty Images

14. ვარდისფერი კაბა ეცვა 2018 წელს ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც ფილმის A Star Is Born პრემიერა გაიმართა

ფოტო: Maria Moratti / Getty Images

15. და ბოლოს, აი, ასეთი გრანდიოზული ვარდისფერი კაბა ეცვა მას მეტ გალა 2019-ზე

ფოტო: Dimitrios Kambouris / Getty Images

მოგწონთ გაგას ჩაცმულობა?