შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელმაც 2018 წელს ფინანსური დავის გამო ბიზნესპარტნიორი მოკლა. უწყების განცხადებით, ბრალდებულმა პარტნიორი სანადირო თოფით მოკლა, რის შემდეგაც ცხედარი კასრში დაწვა და ვანის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან მდინარე რიონში გადააგდო.

შსს-ში ამბობენ, რომ ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.