სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ახლა კოლექტიურ ოდიშარიებზე გადის — მელია
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკას მელიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება "კოლექტიურ ბექა ოდიშარიებზე გადის". საქალაქო სასამართლომ შვიდი წლის წინ აღძრულ ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე მელიას 3 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა და ჯარიმა დააკისრა. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტმა მისთვის მანდატის შეჩერებაზე უნდა იმსჯელოს.
"არ ვიცი, ივანიშვილი აშაყირებს თავისი გუნდის წევრებს, თუ კიდევ ერთხელ აბუჩად იგდებს. კვლავ ჩაუგდო კენჭი ქართულ ოცნებაში შემორჩენილ დეპუტატებს და ახლა მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში ნიკა მელია მათი კოლეგა იქნება მეცხრე მოწვევის ვადის ამოწურვამდე, თუ არ იქნება. ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ხელი ისევ", — განაცხადა მან.
მელია აცხადებს, რომ ეს საქმე თავიდანვე აბსურდული იყო და გამოიყენეს მისი შეჩერების ერთ-ერთ საშუალებად.
"25 ადამიანი იყო ამ საქმეში ჩემთან ერთად ბრალდებული თავიდან. მას შემდეგ გავიდა შვიდი წელიწადი, ყველა ადამიანს გაუკეთეს გარიდება, მათ მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა და შემომაჩეჩეს მხოლოდ მე", — განაცხადა მან.
ბექა ოდიშარია ერთ-ერთია ქართული ოცნების დეპუტატებს შორის, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირეს მხარი. მელია აცხადებს, რომ ოდიშარიას ბავშვობიდან იცნობს და მან დასაპატიმრებლად გაწირა.
მელიას განაჩენი ქართუ ბანკის საქმეზე
შვიდი წლის წინ აღძრულ ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე დეპუტატ ნიკა მელიას სასამართლომ 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. მელია საქართველოს პარლამენტის დეპუტატია, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, მას უფლებამოსილება შეუჩერონ.
On.ge-სთან საუბარში მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი განმარტავს, როგორ განვითარდება მოვლენები პროცედურულად. საპარლამენტო მანდატის შეწყვეტისთვის, საპროცედურო კომიტეტმა უნდა გადასცეს დასკვნა პარლამენტის ბიურიოს. ბიუროს შემდეგ ეს თემა ყველა სხვა საკითხზე ადრე უნდა გავიდეს პლენარულ სხდომაზე, სადაც კენჭისყრით, უმრავლესობით [76 ხმა] დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერდება.
შეგახსენებთ, რომ მელიას უკვე არ აქვს დეპუტატის იმუნიტეტი. საქართველოს პარლამენტის მმართველი გუნდის დეპუტატებმა ეს გადაწყვეტილება პროკურატურის მოთხოვნით, 20 ივნისის საქმეზე მიიღეს.
ამავე საქმეზე ბრალდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი სასამართლომ სრულიად გაამტყუნა და შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა. საბოლოო განაჩენით, ადეიშვილს 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა.
საქმე ეხება 2012 წლის დეკემბერში შსს-ს მიერ გაკეთებულ განაცხადს, რომ ორგანიზებულ- დანაშაულებრივ სქემაში სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შსს-ს მტკიცებით, მელიას და ადეიშვილის გეგმით ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართუ პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო უნდა გაკოტრებულიყო. მაშინ ნიკა მელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
"პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში სახელმწიფოს უფლება ექნებოდა, აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული. იმ მიზნით, რომ ქართუს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდათ, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ნიკა მელიას ხელმძღვანელობით აუქციონი იშლებოდა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას ეკონომიკის სამინისტროს გადაცემდა, ეკონომიკის სამინისტრო კი პრეზიდენტის განკარგულებით ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით", — განაცხადეს უწყებაში 2012 წელს.
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები