შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით პანკიsში მკვლელობის საქმე გახსნეს და ორი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 1998 და 1990 წლებში დაბადებული ორი პირი. სხვა ინფორმაციას შსს ჯერ არ ავრცელებს.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

27 ნოემბერს პანკისის სოფელ საკობიანოში ერთი ადამიანი მოკლეს.