მანდატურებმა #გაბედეს აქტივისტებს საქალაქო სასამართლოს ეზოში ლობიოს დათესვის საშუალება არ მისცეს
მანდატურებმა #გაბედეს აქტივისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ლობიოს დათესვის საშუალება არ მისცეს. აქტივისტები ამბობდნენ, რომ სამართალდამცველები უკანონოდ იქცევიან, რადგან ლობიოს დათესვის უფლებას არ აძლევენ.
საბოლოოდ ისინი იძულებული გახდნენ, რომ ლობიო სასამართლოს ტერიტორიის გარეთ დაეთესათ.
ამასთანავე დღეს, პირველ დეკემბერს საპროტესტო აქცია "შეაყარე ოცნებას ლობიო" გაიმართა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან. აქციის მონაწილეებმა ჰაერში სიმბოლურად 41 მარცვალი ლობიო აყარეს.
აღნიშნული აქცია უკავშირდება ლეიბორისტული პარტიის წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებასა და მისთვის რვადღიანი პატიმრობის შეფარდებას. როგორც იურისტი ნიკა მემარნიშვილი ამბობს, აქციის ინსპირაცია არის ცნობილი გამონათქვამიდან "კედელს ცერცვი შეაყარე". მისივე თქმით, ჩხარტიშვილი უკანონოდ არის დაკავებული.
"სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ ვერ ისწავლა მისი წინამორბედების შეცდომებზე და აგრძელებს იგივე ხელწერით მოქმედებას. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ, იჭერენ იმის გამო, რომ მან რამდენიმე მარცვალი აყარა ჰაერში", — აღნიშნავს მემარნიშვილი.
მისივე თქმით, მათ სიმბოლურად 41 მარცვალი ლობიო მიიტანეს იმის დასტურად, რომ ჰაერში ლობიოს აყრა სამართალდარღვევა არაა.
ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ მიმდებარე აქციაზე დააკავეს. რვადღიანი პატიმრობა მას მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა შეუფარდა.
თვითონ ჩხარტიშვილი გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია, რადგან მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა და სხდომის დარბაზიდან გააძევა.
ჩხარტიშვილი ერთ-ერთია იმ ექვსს ადამიანს შორის, რომელიც გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ბოლო დღეების მოვლენები
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.
მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები