როგორ გვიცავს ტვინი სასიკვდილო სიმართლისგან
როგორც ჩანს, ტვინი სიკვდილს ისეთ მოვლენად აღიქვამს, რომელიც მხოლოდ სხვებს შეიძლება დაემართოს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენ ტვინი გვიცავს იმ აზრებისგან, რომელიც ჩვენს გარდაუვალ აღსასრულს შეეხება. კვლევამ აჩვენა, რომ ტვინი სიკვდილს აფასებს ისეთ უბედურ შემთხვევად, რომელიც მხოლოდ სხვა ადამიანების პრობლემაა და ამით ის თითქოს გვიცავს იმ ეგზისტენციალური შიშისგან, რომელიც საკუთარი მოკვდაობის გააზრებას ახლავს.
"ტვინი არ აღიარებს, რომ სიკვდილი ჩვენც გვეხება", — ამბობს იაირ დორ-ზიდერმანი ისრაელის ბარ-ილანის უნივერსიტეტიდან, — "როცა ჩვენი გონება იღებს ინფორმაციას ჩვენს მოკვდაობასთან დაკავშირებით, ამ დროს ჩვენში ფუნდამენტური მექანიზმი ირთვება, რომელიც გვეუბნება: ეს არაა სანდო ინფორმაცია, არ დაუჯერო მას".
მომავალ სიკვდილზე ფიქრების თავიდან არიდება, შეიძლება, გადამწყვეტი მნიშვნელობისაც კი იყოს ჩვენი აწმყოსეული კეთილდღეობისთვის. მსგავსი ტიპის თავდაცვა ცხოვრების ადრეულ წლებშივე იწყებს მოქმედებას, როცა ჩვენი გონება ვითარდება და იმის გააზრებას იწყებს, რომ სიკვდილი ადრე თუ გვიან ყველას გვეწვევა.
"იმ მომენტიდან, როცა ჩვენ საკუთარი მომავლის პროგნოზირების უნარს ვიძენთ, ვხვდებით, რომ ოდესმე აუცილებლად აღვესრულებით და ამას ვერაფრით შევცვლით", — ამბობს დორ-ზიდერმანი, — "ეს კი ეწინააღმდეგება მთელ ჩვენს ბიოლოგიურ არსს, რომლის უმთავრესი მიზანიც ჩვენთვის სიცოცხლის შენარჩუნებაა".
იმის გასარკვევად, თუ როგორ უმკლავდება ტვინი სიკვდილის შესახებ ფიქრებს, დორ-ზიდერმანმა და მისმა კოლეგებმა შეადგინეს ტესტი, რომლის დროსაც ტვინში გაოცების სიგნალების წარმოქმნის მექანიზმს დააკვირდნენ.
მოხალისეებს სთხოვეს, თვალი ედევნებინათ ეკრანზე წამიერად გაელვებული სურათებისთვის, რა დროსაც ამ ადამიანების ტვინები დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. ეკრანზე ან მისი შემყურე მოხალისის სახე ჩნდებოდა რამდენჯერმე ან — უცხო ადამიანის. სულ ბოლოს კი მეორე სახე იელვებდა. ბოლო გამოსახულების დანახვაზე ექსპერიმენტის მონაწილეთა ტვინმა გაოცებისთვის დამახასიათებელი რეაქცია გამოავლინა, რადგან რეალურად ნაჩვენები და გონების მიერ ნაწინასწარმეტყველები სახე ერთმანეთს არ დაემთხვა.
ეკრანზე გამოსახული სახეების თავზე, ამასთან, სხვადასხვა სიტყვები ჩნდებოდა. შემთხვევათა ნახევარში ეს სიტყვები სიკვდილს უკავშირდებოდა; მაგალითად, იწერებოდა "დაკრძალვა" ან "დამარხვა". მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყოველ ჯერზე, როცა მოხალისე საკუთარ სახეს ხედავდა ზემოთხსენებული სიტყვების ქვეშ, მისი ტვინი პროგნოზირების მექანიზმს თიშავდა; ანუ ის უარს ამბობდა, რომ საკუთარი თავი სიკვდილთან დაეკავშირებინა.
ევი გოლდშტაინი, ამ კვლევის მთავარი ავტორი ამბობს: "ეს იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ ტვინი გვიცავს ეგზისტენციალური სააფრთხეებისგან და იმ იდეის გაცნობიერებისგან, რომ ჩვენი სიკვდილი გარდაუვალია. ამას ტვინი პროგნოზირების ფუნქციის დაბლოკვით ახერხებს ან საკუთარი მოკვდაობის შესახებ მიღებულ ინფორმაციას სხვა ადამიანებისადმი განკუთვნილად ახარისხებს".
როგორც დორ-ზიდერმანი აღნიშნავს, არც თუ ისე შორეულ წარსულში ჩვენს ტვინებში სიკვდილზე ფიქრისგან თავდაცვისთვის არსებული სისტემა დაბალანსებული იყო იმ რეალობით, რომელშიც ადამიანს გაცილებით ხშირად უწევდა სიკვდილთან ურთიერთობა. მისივე თქმით, საზოგადოება დღეს უფრო განიცდის სიკვდილის ფობიას, რაც გამოწვეულია იმით, რომ ავადმყოფები საავადმყოფოებში წვანან, ხანდაზმულები კი — მოხუცებულთა თავშესაფრებში. ამის შედეგად, როგორც ის ეჭვობს, ხალხმა ნაკლები იცის სიკვდილის შესახებ და, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც მეტად ეშინია მისი.
კენტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, არნოდ უისმანი ამბობს, რომ ადამიანის ტვინი მრავალ თავდაცვით სისტემას აშენებს, რათა სიკვდილის შესახებ ფიქრები განაგდოს. მისივე თქმით, განსაკუთრებით ახლაგაზრდებს, სიკვდილი იმგვარ პრობლემად წარმოუდგენიათ, რომლის წინაშეც მხოლოდ სხვები დგანან.
მისი თანაავტორობით ჩატარებული კვლევის მიხედვით, თანამედროვე საზოგადოება გადაეშვა ეგრეთ წოდებულ "მექანიკურ თავდავიწყებაში", რადგან მძიმე სამუშაო რეჟიმი, შიგადაშიგ ალკოჰოლით განტვირთვა, წამდაუწუმ მობილურის ეკრანის შემოწმება და ახალ-ახალი ნივთების ყიდვის ჟინი ხალხს იმდენად ტვირთავს, რომ მათ დროც კი აღარ რჩებათ სიკვდილზე საფიქრელად. "თუმცა ეს თავად პრობლემის მოგვარების გზა ნამდვილად არაა", — ამბობს უისმანი, — "ასე რომ, ჩვენ სიკვდილზე ფიქრებისგან თავის არიდების მექანიზმი კვლავ გვესაჭიროება".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები