აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ნათია ზოიძე აცხადებს, რომ ახალი დირექტორი გიორგი კოხრეიძე მოუწოდებს ჩამოშორდეს სარედაქციო პოლიტიკას. ბათუმელებთან ინტერვიუში ის ამობს, რომ გააფრთხილეს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ.

"წუხანდელ თათბირზეც, ჟურნალისტების თანდასწრებით გაიმეორა ის, რაც მითხრა პირისპირ შეხვედრის დროს. საუბარი ჩემთან დაკავშირებით იმიტომ დაიწყო, რომ ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ვინ ჰყავს მხედველობაში, როცა აცხადებს, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური გავლენის ქვეშ, ვინ ახდენს ჩვენზე ზეწოლას. კითხვების დასმით მათ მიიყვანეს იქამდე, რომ ეთქვა – თურმე მე უკანონო საქმიანობას ვეწევი, რომ სარედაქციო საქმიანობა არ არის ჩემი მოვალეობა და უნდა ჩამოვშორდე სარედაქციო პოლიტიკას. თუ არ ჩამოშორდები, მაშინ შენს პოლიტიკურ გავლენებთან დაკავშირებით გასაჯაროვდება ფაქტებიო", — განუცხადა მან ბათუმელებს.

იმპიჩმენტის შემდეგ აჭარის ტელევიზიამ დირექტორის არჩევა რვა თვის განმავლობაში ვერ შეძლო. გასულ კვირას კი ქართული ოცნების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა ახალმა მრჩეველთა საბჭომ მეოთხე მცდელობაზე დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. ახალი დირექტორის დანიშვნაში ჟურნალისტების ნაწილი სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეს ხედავს. გიორგი კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ არხს კრიტიკულ ტონს უწუნებდა.

მისი არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტატმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა, მარინა ვაშაყმაძემ.