ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცადებით, გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის ოფისისთვის კვრცხებისა და ცოცხების სროლა აგონიაზე მეტყველებს.

"ხელისუფლება რომელიც იწყებს ქვეყნის მართვას აქციებით, მით უმეტეს კრიმინალური აქციებით და თან თავის თანამშრომლებს მორეკავს... ჩვენ გვახსოვს შევარდნაძე და ასლან აბაშიძე ზუსტად ასე იქცეოდნენ. და როგორ მთავრდება ეს ესეც ვიცით", — განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ წაიყვანოს, ისინი კი ცდილობენ, რომ ეს არ მოხდეს.

გუშინ, 29 ნოემბერს ქუთაისში, ნაციონალური მოძრაობის ოფისს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს და ბოქლომი დაადეს. როგორც ჟურნალისტებთან პარტიის წევრები ამბობენ, მათ ოფისთან ქართული ოცნების წევრები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც On.ge-ს ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე, ბესო ბრეგაძემ უთხრა, მმართველი პარტიის მხარდამჭერების გარდა, ადგილზე მისული იყვნენ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.

"სრული ქაოსი, ანარქია. ასეთი რამ არც მინახავს. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა მწვანე გაუხსნა თავის "ტიტუშკებს". დღესაც ირაკლი კობახიძემ მწვანე გაუხსნა და მოვიდნენ კვერცხები დაგვიშინეს", — განცხადა ბრეგაძემ.

ნოემბრის მოვლენები — მოკლედ

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.

მორიგი საპროტესტო აქციის შემდეგ კი პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათ დეპუტატების მოთკვა უწევთ. მანვე აღნიშნა: "100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომლებიც არიან პარლამენტის გარშემო, თუ ემოციებზე არის საუბარი... შეაფასონ საკუთარი რესურსები და 200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ".