ჰააგაში გამვლელებს დანით თავს დაესხნენ. სულ მცირე სამი ადამიანია დაშავებული. ინციდენტი ქალაქის ცენტრში, გროტე მარკტის ქუჩაზე მოხდა. დღეს იქ "შავი პარასკევის" გამო განსაკუთრებით ხალხმრავლობაა.

პოლიცია სავარაუდო თავდამსხმელს ეძებს. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

რამდენიმე საათის წინ გამვლელებს დანით თავს დაესხნენ ლონდონშიც. ლონდონის ხიდზე კაცმა რამდენიმე ადამიანს ჭრილობა მიაყენა, ორი კი გარდაიცვალა. თავდამსხმელი პოლიციამ უკვე მოკლა. ინციდენტი ტერორისტულ აქტად არის კლასიფიცირებული.