მტაცებელ ცხოველებთან მუშაობა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი იკვებებიან.

ჭამის დროს ცხოველები ჩვეულებრივზე მეტად აგრესიულები არიან და, შეიძლება, კარგად ნაცნობ ადამიანსაც დაესხან თავს.

ამ ვიდეოში, ამერიკის ერთ-ერთი ზოოპარკის თანამშრომელი ავაზას და პანტერას მცირე ზომის მღრღნელებით კვებავს. ფონური ხმებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ბავშვებისთვის განკუთვნილი სანახაობაა.

როგორ განვითარდა მოვლენები მცირე შეცდომის შემდეგ, იხილეთ ვიდეოში.

ავაზა მთლიანად საჭმელზეა კონცენტრირებული და თათებსა და ბრჭყალებს ღობეზე ახეთქებს, რამდენჯერმე სანტიმეტრებითაც აცდა მომვლელის სხეულს. რამდენიმე წამის მერე სადილს პანტერაც უერთდება და აქ ზოოპარკის თანამშრომელს აღარ უმართლებს.

პანტერა შემთხვევით კლანჭს გამოსდებს და ცდილობს მისი ხელი ღობის იქით შეათრიოს. მომვლელი რამდენიმე წამის განმავლობაში თავის გათავისუფლებას ვერ ახერხებს და ტკივილს განიცდის.

ზოოპარკში ვიზიტისას ზოგიერთი სტუმარი უსაფრთხოების წესებს არ იცავს და ვოლიერთან ახლოს მიდის. გახსოვდეთ, რომ მტაცებელ ცხოველებთან ხუმრობა არ შეიძლება. მოუფრთხილდით ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.