დღეს საქართველოში ვაჭრობა Mymarket.ge-ს, Myhome.ge-ს თუ Myauto.ge-ს გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. ამ საიტების ისტორია ამავე დროს ქართული ელექტრონული კომერციის ისტორიაცაა.

MY.GE ოჯახის პირველი წევრი, Mymobile.ge 2003 წელს შეიქმნა. ქართულ ინტერნეტ სივრცეში პირველი ყიდვა-გაყიდვაც სწორედ მაშინ შედგა. შემდეგ გაჩნდა მოთხოვნა მეორად ტელეფონებზე თუ სხვა ნივთებზეც, მოგვიანებით კი MYMARKET ჩამოყალიბდა. MYMARKET ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ადგილია ქართულ ინტერნეტში და მისი ცნობადობა 99%-ს აღწევს. MY.GE-ის ყველა ვებსაიტს კი ჯამურად 2.2 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

MYMARKET-ის ამდენწლიანი პოპულარობის მიზეზი პლატფორმაზე განთავსებული ნივთების სიმრავლე და მრავალფეროვნებაა, თუმცა გაუმჯობესების სივრცე ყოველთვის არსებობს და ეს ხაზი პირველ რიგში საიტის მოსახერხებელ დიზაინსა თუ ფუნქციონალზე გადის.

28 ნოემბერს კინოთეატრ კავეა სითი მოლში MYMARKET-ის განახლებული საიტის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც კომპანიამ ყველა სიახლესთან ერთად ახალი სტრატეგიული ხედვაც წარმოგვიდგინა. MYMARKET-ის პროექტის მენეჯერის, ნიკა ჩილინდრიშვილის თქმით, მთავარი კითხვა, რომელმაც მუშაობის პროცესი განსაზღვრა, ასეთი იყო: "როგორ გავხადოთ ყველაზე საჭირო ადგილი ქართულ ინტერნეტ სივრცეში უფრო საშენო?“

გუნდმა განახლებაზე მუშაობა კვლევებით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 1500-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა, შეისწავლეს მათი სურვილები თუ ინტერნეტში ქცევის წესები. 240-დღიანი უწყვეტი მუშაობისა და 3-თვიანი ბეტა ტესტირების შემდეგ კი განახლებული პროდუქტი ხალხისთვის წარსადგენად მზად იყო.

რა შეიცვალა?

"დღეს ჩვენი კომპანია ტრანსფორმირდა და მომდევნო ეტაპზე გადადის, რაც განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის და მომხმარებლის დამსახურებაა. სიახლეებს შორის ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ საიტი ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს ინდივიდუალურად მოერგება, ძებნის შედეგებს დაიმახსოვრებს და ვიზუალს შესაბამისად შეიცვლის“, - ამბობს MY.GE-ის თანადამფუძნებელი, კახა გიგიტელაშვილი.

ახალ საიტზე განცხადების შევსებაც გამარტივდა და ოთხ თანმიმდევრულ ნაბიჯად/გვერდად დაიყო, ამიტომ მისი განთავსებისთვის უკვე ბევრად ნაკლები დროა საჭირო. ასევე, შეიცვალა ძებნის გვერდი და ე.წ. Green View-ს ფუნქცია დაემატა, რომელიც ერთ გვერდზე განცხადებების რაოდენობასა და არჩევანის შესაძლებლობას ზრდის.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ ახლა უკვე ემოჯითაც შეიძლება ნივთისა და მომსახურების პოვნა. განცხადებების განმთავსებლებს კი ძალიან გაახარებთ ის ამბავი, რომ Draft-ის ავტომატური შენახვის ფუნქციით ნახევრად შევსებული განცხადების დასრულებას ნებისმიერ დროს შეძლებენ.

მალე დაიწყება მობილური ვერსიის ბეტა ტესტირება, 2020-ში კი მეორადი ნივთების სახლში მიტანასთან ერთად, საიტიდან გაუსვლელად განვადების გაკეთებაც იქნება შესაძლებელი.

სამომავლო გეგმები

ღონისძიების ბოლოს კინოთეატრ კავეას მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური დაფა განთავსდა, რომელზეც სტუმრები საკუთარ მოსაზრებებსა და იდეებს აწერდნენ. "კონკრეტულ განცხადებაზე გამყიდველმა ფასი თუ შეცვალა, მინდა ამის შესახებ შეტყობინებას ვიღებდე“, - დაწერა MYMARKET.GE-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

ასეთი მოთხოვნები საკმაოდ ბევრია და ცხადია, ახალი საიტით ცვლილებები არ სრულდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, შემოთავაზებებისა და იდეების მაქსიმალურად გათვალისწინებას გეგმავენ, რადგან MY.GE-ს ახალი სტრატეგიის მთავარი დაპირებაა, შექმნას ყოველთვიურად 2,2 მილიონი ადამიანის პერსონალური გამოცდილება.