მარტინ სკორსეზეს The Irishman უკვე ნეტფლიქსზეა და შესაძლოა, მსახიობ რობერტ დენიროს გამოჩენისას მის გარეგნობაში რაღაც უცნაური თქვენც შენიშნეთ.

პირველ რიგში გეტყვით, რომ ფლეშბექის სცენებისთვის, სადაც დე ნირო ახალგაზრდაა, ვიზუალური ეფექტის ტექნოლოგიაა გამოყენებული.

თუმცა ის ბევრად უფრო მაღალიც ჩანს, ვიდრე ის მაყურებელს ახსოვს.

იმისთვის, რომ დე ნირო თავის გმირს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანსა და დაქირავებულ მკვლელ ფრენკ შირანს სიმაღლით დამსგავსებოდა, მას მაღალძირიან ფეხსაცმელებზე სიარული მოუწია.

რობერტ დენიროს სიმაღლე 1,77 მეტრია, ხოლო ალ პაჩინო მას 7 სანტიმეტრით ჩამოუვარდება. ფრენკ შირანი, მეტსახელით "ირლანდიელი", კი სიმაღლეში 1,93 მეტრი იყო. კადრები, რომლებშიც უფრო რეალური მსგავსებისთვის დე ნიროს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, პაპარაცებმა მაშინ დააფიქსირეს, როცა დე ნირო გადაღებებზე ალ პაჩინოსთან ერთად ჩანს. პაჩინო ფილმში გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტის, ჯიმი ჰოფას როლს ასრულებს.

ამავე თემაზე: