სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე პირდაპირი ჩარტერული რეისები დაინიშნა. მათივე თქმით, პირდაპირი ჩარტერული რეისები 2019-2020 წლების 25, 27-28, 29 დეკემბერსა და 1, 2 და 6 იანვარს განხორციელდება.

სააგენტოში ამბობენ, რომ ფრენებს ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia X შეასრულებს Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით.