ქეიფს ვაპირებ და არ მინდა შენნაირი სტუმარი — პირი, რომელიც აქტივისტებს მდინარაძის ოფისთან არ უშვებს
მდინარაძის ოფისთან შეკრებილი უცხო პირები, რომლებიც აქტივისტებს არ ატარებენ და უპირისპირდებიან, სხვადასხვა მიზეზებს იგონებენ იმისთვის, რომ მათი ქმედება განმარტონ. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ იქ მაცხოვრებელი იყო და "უბნის აწიოკება" არ სიამოვნებდა. ზოგი ამტიცებდა, რომ "უბრალოდ, აინტერესებდა რას აპირებდნენ" და ამიტომ უღობავდა მათ გზას. ერთ-ერთმა კი განაცხადა: "ქეიფს ვაპირებ და არ მინდა შენნაირი სტუმარი".
- აქ ვცხოვრობ და მაინტერესებს, უბანი აგვიწიოკეთ — გაბედეს აქტივისტებს უცხო პირები მდინარაძის ოფისთან არ უშვებენ
- 41 ვერცხლი გამყიდველებს — გაბედეს აქტივისტების ახალი კამპანია
აქტივისტები ამბობენ, რომ ეს არის წინასწარ დადგმული პროვოკაცია და დაპირისპირების მოწყობის მცდელობა.
"საყვირი არ გვაქვს, მეგაფონი არ გვაქვს და მოვედით, რაღაც კითხვები გვქონდა მდინარაძესთან. მაჟორიტარის ბიუროა და უფლება არ გვაქვს შევხვდეთ? რაზმი დაგვახვედრეს", — განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.
მათ გააპროტესტეს ის ფაქტიც, რომ ეს პირები ნაციონალური მოძრაობის წევრებს ეძახდნენ მაშინ, როცა მათი ნაწილი ლეიბორისტული პარტიიდანაა, ნაწილი კი სხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა კადრებში ჩანს, რომ მათ არ შეაჩერეს ის პირები, რომლებიც აქტივისტებს გზას უღობავდენ. პოლიცია პროცესში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო, როცა სიტუაცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
სხვა სიტუაციებისგან განსხვავებით, პოლიცია არ აკავებს ამ პირებს და ისინი, ვინც ყვირიან ტერიტორიიდან ოდნავ მოშორებით გაჰყავს.
ბოლო დღეების მოვლენები
მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.
აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.
მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
კომენტარები