საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრსა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გავლენიანი ამერიკული კონუსტუდიების დისტრიბუტორი კომპანია, Motion Picture Association of America დაუკავშირდა და სპეციალური წერილით გააფრთხილა, რომ ისეთ ქართულ ინტერნეტსაიტებზე, როგორიცაა iMovies.ge და adjaranet.com ჰოლივუდური ფილმების არალეგალური განთავსების გამო შეშფოთებულები არიან.

ქართული კინოთეატრების წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ თუ ამ მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება, სხვადასხვა სანქციების სახით პრობლემები შეექმნებათ, როგორც ქართულ კინოთეატრებს, ისე ტელევიზიებს.

Motion Picture Association of America ისეთი გავლენიანი ამერიკული კინოსტუდიების საერთო დისტრიბუტორი კომპანია, როგორებიცაა Walt Disney, Netflix, LLC; Paramount Pictures, Sony Pictures, Universal City Studios და Warner Bros. Entertainment Inc.

ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელ რეპორტაჟს On.ge მალევე შემოგთავაზებთ.

სტატიის სათაურში თავდაპირველად აღნიშნული იყო, რომ ჰოლივუდის კინოსტუდიები "ფილმების არალეგალურად ჩვენების" გამო აპირებდნენ სანქციებს, რაც არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, რის გამოც სათაური შეიცვალა.