ლეგომ საკუთარ ფეისბუქ პეიჯზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ლეგოს მართკუთხედი კუბი ჩანს, პლასტმასის ბორბლებით.

ფოტო ძალიან წააგავს ტესლას მიერ წარდგენილ ელექტრო პიკაპს, Cybertruck-ს, რომლის დიზაინმაც საზოგადოება ორად გაყო.

ილონ მასკმა პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება Cybertruck-ის გამძლეობას მიაქცია. პრეზენტაციაზე დემონსტრაციისთვის მანქანას ურო ჩაარტყეს, რომელმაც მას ვერაფერი დააკლო, თუმცა შეჯავშნული ფანჯრების გამოცდის დროს მეტალის ბურთმა Cybertruck-ის ფანჯრების ჩამსხვრევა შეძლო.

ლეგოს მიერ გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ ლეგოს "პიკაპის" გამძლეობა გარანტირებულია.