"ბექა, მე არ გამექცე, ბიჭო", — ამ სიტყვებით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ნიკა მელია ქართული ოცნების დეპუტატს, ბექა ოდიშარიას მისდევდა.

პლენარული სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პარლამენტის შიდა ეზოში მელიამ ბექა ოდიშარია დაინახა და მას გაეკიდა.

"ეს არის ბექა ოდიშარია, ადამიანი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ. ამ ადამიანმა ღილაკს ხელი დააჭირა", — ამბობდა ნიკა მელია კამერების წინ.

ბექა ოდიშარია კი წასვლას ცდილობდა და პასუხობდა "გეყოფა, ბიჭო", რაზეც მელიამ უთხრა:

"მიჭერდი ბოლო-ბოლო და ცოტა ხანი რომ შეგაკავო არ შეიძლება".

"უნამუსო, ქლესა", — მიაძახა ნიკა მელიამ უმრავლესობის დეპუტატს.