"საქართველოში კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების უკუსვლლის რისკს ვხედავთ", — ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტის 27 ნოემბრის პლენარულ სესიაზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ახლო და საიმედო პარტნიორია სამეზობლოში და სწორედ ამიტომ "არ არიდებს თავს რისკებზე საუბარს".

"ევროკავშირი გაჩნდა, როგორც მშვიდობის პროექტი. მშვიდობის მშენებლობა ჩვენი გენეტიკური კოდია. მე მჯერა, რომ ჩვენ გვჭირდება ამ ყველაფრის ინვესტირება, რამდენად კონფლიქტები ჩვენს კონტინენტზე კონფლიქტები ჯერ არ გაუჩინარებულა.

ამის საპირისპიროდ, უსაფრთხოება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაუარესდა ბოლო თვეებში. სწორედ ამიტომ ჩვენ ვზრდით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობას ადგილზე. ჩვენი მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა არ არის მხოლოდ განცხადება ან პრინციპების დეკლარირება, არამედ ეს არის ადგილზე ჩვენი ყოველდღიური მუშაობის საფუძველი", — განაცხადა მოგერინიმ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.