Wizz Air, ევროპის ყველაზე ეკო მეგობრული, წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია შავი პარასკევისთვის 30%-იან ფასდაკლებას აცხადებს. მოგზაურობის მიმართულება ულიმიტოა, რაც ყველა მგზავრისთვის კიდევ უფრო კომფორტულს ხდის შეთავაზებას.

გსურთ შობას ევროპაში შეხვდეთ? ან ახალი წელი დიდი ხნის ნანატრ ქალაქში მოგზაურობით აღნიშნოთ? ან დიდი ხნით ადრე დაგეგმოთ ზაფხულის შვებულება? Wizz Air უნიკალურ შანსს გაძლევთ აღმოაჩინოთ ახალი მიმართულებები ყველაზე დაბალ ფასად! რაც მთავარია, ყველა ადამიანი, ვინც ბილეთებს სწორედ 29 ნოემბერს შეიძენს, ავტომატურად ჩაერთვება გათამაშებაში და მიიღებს 1 500 ევროს ღირებულების WIZZ ვაუჩერის მოგების შესაძლებლობას!

არ დაგავიწყდეთ, 30%-იანი ფასდაკლება მხოლოდ შავ პარასკევს (29 ნოემბერს) მოქმედებს, ამიტომ მოასწარით ბილეთების შეძენა და დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები დაუვიწყარი მოგზაურობით. Wizz Air ქუთაისიდან 19 ქვეყნის 41 მიმართულებით გთავაზობთ ფრენებს, ხოლო მთელ მსოფლიოში 700 სხვადასხვა მიმართულებას აკავშირებს ერთმანეთთან.

* 30%იანი ფასდაკლება ვრცელდება ბილეთის ღირებულებაზე ყველა მოსაკრებლის ჩათვლით ადმინისტრაციული გადასახადის გარდა. ფასდაკლება იწყება 29 ნოემბრის ღამის 00:00 საათზე და დასრულდება 23:59 საათზე. ფრენების პერიოდი შეუზღუდავი და ულიმიტოა. ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ Wizz Air-ის ოფიციალურ ვებსაიტსა და მობილურ აპლიკაციაში შეძენილ ბილეთებზე;

** ერთი გზის ღირებულება, ადმინისტრაციული გადასახადის ჩათვლით. ღირებულებაში შედის ერთი ბორტზე ასატანი ჩანთა (მაქს: 40x30x20სმ).