ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არამხოლოდ ევროპული საქართველო, არამედ ლეიბორისტული პარტიაც ნაციონალური მოძრაობის სატელიტია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა Swot ანალიზში ისაუბრა.

"მე აღარ ვაშორებ ერთმანეთს, ევროპული საქართველო იქნება, თუ ლეიბორისტული პარტია, ვინც ერთ გუნდში და ერთ თამაშს თამაშობენ — ნაციონალური მოძრაობის სატელიტები, ძველი და ახალი წევრები. მე მათ ნაციონალურ მოძრაობად მოვიხსენიებ, მაყურებელმა კარგად, რომ გაიგოს", — განაცხადა ივანიშვილმა.