სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი მოძრაობს. ქართული ანბანის ნახვა უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ასე აღინიშნება ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა.

დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანაა. თავმჯდომარეობის 6 თვის განმავლობაში საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

ამავე თემაზე: