ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ანგარიშის ერთ-ერთი მიგნებაა, რომ 21 ივნისს, გამთენიისას პოლიციამ გაფრთხილება მას შემდეგ გაავრცელა, რაც დემონსტრანტები დაშალა.

გაფრთხილება პირველად 02:59 საათზე გაისმა, ერთი საათის და 15 წუთის გასვლის შემდეგ იმ მომენტიდან, რაც სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დემონსტრანტებისგან გაათავისუფლეს.

სპეცრაზმს ერთი წუთით ადრე ჰქონდა შეწყვეტილი ცრემლსადენი გაზის კაფსულების სროლა დემონსტრანტების მისამართით, რა დროსაც ქაშუეთის ეკლესიის მხარეს მდგომმა სამართალდამცავებმა ჩართეს ჩანაწერი:

"გთხოვთ, დაიშალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად და სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად. გთხოვთ, მოარიდოთ წესრიგის დამყარების ადგილს ბავშვები, ქალები და მოხუცები".

გაფრთხილების შემდეგ, 03:00 საათზე მათ განაახლეს წყლის ჭავლის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ. გაფრთხილება გაკეთდა ჯამ- ში ოთხჯერ 02:59-დან 03:01 საათამდე.

მანამდე, 02:24 საათიდან 02:44 საათამდე ქაშუეთთან მდგარი სამართალდამცავები კვლავ ცრემლსადენი გაზის კაფსულებს ესროდნენ დემონსტრანტებს, გაფრთხილების გარეშე.