25 ნოემბერს International Emmy-ის 2019 წლის დაჯილდოება გაიმართა, სადაც BBC-ის სერიალი McMafia წლის საუკეთესო სატელევიზიო შოუდ დასახელდა.

McMafia ბრიტანული სატელევიზიო არხის, BBC-ის 2018 წლის სერიალია, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე ასრულებს. ფილმი მაფიოზური დაჯგუფების შესახებ მოგვითხრობს და მერაბ ნინიძეც ერთ-ერთი გავლენიანი რუსი მაფიოზის, ვადიმ კალიაგინის როლს ასრულებს.

ფოტო: BBC

რაც შეეხება International Emmy Awards-ს, ის 1973 წლიდან იმართება და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დაჯილდოებაა სატელევიზიო შოუების სამყაროში. ემის საერთაშორისო დაჯილდოება უფრო ბევრისთვის ცნობილი ემის დაჯილდოებისგან იმით განსხვავდება, რომ მის ფარგლებში მხოლოდ არაამერიკულ სერიალებს განიხილავენ, ემის დაჯილდოების კონკურსზე კი, როგორც ვიცით, მხოლოდ ამერიკული პროდუქცია იღებს მონაწილეობას.

წელს ეს დაჯილდოება ორმოცდამეშვიდედ გაიმართა და მას მრავალი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის Game Of Thrones-ს სცენარისტები, დევიდ ბენიოფი და დი ბი უაისი.

ფოტო: GETTY IMAGES

წლევანდელი გამარჯვებულების სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.