ტალინში შეხვედრისას ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ველოსიპედი აჩუქა. ველოსიპედზე დატანილია უკრაინისა და ესტონეთის დროშები და, ასევე, წარწერა: "უკრაინის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ვოლოდიმირ ზელენსკის".

აღნიშნული საჩუქარი უკავშირდება ზელენსკის სერიალს ხალხის მსახური, რომელშიც მთავარი პერსონაჟი, უკრაინის პრეზიდენტი ვასილი გოლობოროდკო სამსახურში ველოსიპედით დადიოდა. ამ როლმა ზელენსკის დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა, რაც შემდგომში საპრეზიდენტო კამპანიაზეც აისახა.