არქიტექტურის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და გამოყენებითი რამ, ალბათ, ხიდებია. მართლაც, ეს სტრუქტურები უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას გვაძლევს, თანაც ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

გარდა ამისა, სწორედ ხიდებია ის, რისი საშუალებითაც ხშირად მსოფლიოს ყველაზე ცნობილი არქიტექტორები გვაჩვენებენ, თუ რა შეუძლიათ.

1. კონსტიტუციის ხიდი, ვენეცია

ფოტო: Getty Images

კონსტიტუციის ხიდი იტალიაში მდებარეობს და მისი მშენებლობა 2008 წელს დასრულდა. ის არქიტექტორ სანტიაგო კალატრავას მიერაა შექმნილი.

2. ჰენდერსონის ტალღები, სინგაპური

ყველაზე მაღალ წერტილში ჰენდერსონის ტალღები დაახლოებით 35 მეტრის სიმაღლისაა, რის გამოც ის სინგაპურში ყველაზე მაღალი ხიდია.

3. მანჰეტენის ხიდი, ნიუ-იორკი

1912 წელს მისი მშენებლობა დასრულდა და ის ქალაქის ყველაზე გრძელი ხიდი გახდა. მისი სიგრძე 2 კილომეტრს აჭარბებს. მას ყოველდღიურად ასეულობით ათასი ადამიანი იყენებს.

4. სეჩენის ჯაჭვის ხიდი, ბუდაპეშტი

ფოტო: Wilfredo Rodríguez

ის ჯერ კიდევ 1849 წელს გაიხსნა და ის ბუდაპეშტის პირველი ხიდი გახდა. მისი ავტორი ბრიტანელი ინჟინერი უილიამ კლარკია. ხიდის სიგრძე 375 მეტრია.

5. სპირალური ხიდი, სინგაპური

ფოტო: Sculder19/Getty Images

სპირალური ხიდი, რომელიც ქალაქის არქიტექტურას ერწყმის 2010 წელს დასრულდა და ის სინგაპურის ორ ცენტრს ერთმანეთთან აკავშირებს.

6. მიიოს ვიადუკი, აღმოსავლეთ საფრანგეთი

მიიოს ვიადუკი მსოფლიოში ყველაზე მაღალი სტრანსპორტო ხიდია. მისი ერთ-ერთი საყრდენი სვეტის სიმაღლე 341 მეტრია, რაც ეიფელის კოშკზე ოდნავ მაღალია, ემპაირ სტეიტ ბილდინგზე კი 40 მეტრით მოკლე. ის სატრანსპორტო მიმოსვლისთვის 2004 წლის 16 დეკემბერს გაიხსნა.

7. რიალტოს ხიდი, ვენეცია

ფოტო: Pixabay

მე-16 საუკუნეში აგებული ხიდი ვენეციის მთავარ გამყოფ არხზე არსებული ყველაზე ძველი ხიდია.

8. გრეხილი, იევნაკერი

ფოტო: Laurian Ghinitoiu

2019 წელს დასრულებული ხიდი თავის თავში სამ სტრუქტურას აერთიანებს: მუზეუმს, ხიდს და ხელოვნების ძეგლს. ის ნორვეგიაში მდებარეობს და ის მდინარის ორ სხვადასხვა ნაპირს ერთმანეთს აკავშირებს.

9. ჟუსელინუ კუბიჩეკის ხიდი, ბრაზილია

ფოტო: Getty Images

ხიდის მშენებლობა 2002 წელს დასრულდა და ის ჯამში 57 მილიონი დოლარი დაჯდა.

10. ოქროს კარიბჭე, სან-ფრანცისკო

ფოტო: Shutterstock

ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტრუქტურაა. მისი მშენებლობა 1937 წელს დასრულდა და ის აშშ-ს სამოქალაქო ინჟინრების ასოციაციამ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად დაასახელა.

გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.