ზამთარი მოდის — GOT-ის ოფიციალური გვერდის ახალმა ტვიტმა ფანები ააფორიაქა
ჯერ ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც მაყურებლები სატელევიზიო შოუების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო სერიალს, Game Of Thrones-ს გამოემშვიდობნენ.
მართალია, სერიალის ბოლო, მერვე სეზონით ერთგული გულშემატკივრების დიდი ნაწილი უკმაყოფილი იყო (რაც რეიტინგებშიც აისახა), მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ, 25 ნოემბერს ტვიტერზე გამოქვეყნებულმა მოკლე, ერთწინადადებიანმა პოსტმა კვლავ უამრავი ფანის დაინტერესება გამოიწვია: ზამთარი მოდის.
თუ Game Of Thrones-ის ირგვლივ ატეხილ საყოველთაო განხილვებისთვის ერთხელ მაინც მიგიდევნებიათ თვალი, მაშინ ისიც აუცილებლად გეცოდინებათ, რომ ამ სატელევიზიო შოუს გულშემატკივრებს განსაკუთრებულად უყვართ ახალ-ახალი თეორიების მოფიქრება. რა თქმა უნდა, არც ამ უკანასკნელ ფაქტს ჩაუვლია უყურადღებოდ და მრავალმა მაყურებელმა გამოთქვა თავისი აზრი, თუ რას ემსახურება სერიალის ოფიციალური გვერდის ეს უახლესი პოსტი.
მეტისმეტად ოპტიმისტების ვარაუდით, HBO აპირებს სერიალის ფინალური სეზონი ხელახლა გადაიღოს, როგორც ამას ათასობით იმედგაცრუებული ადამიანი პეტიციით ითხოვდა.
ალბათ, ყველაზე ნაკლებად სწორედ ამ სურვილს უწერია ასრულება, რადგან HBO-მ უკვე მკაცრად უარყო ამ ალტერნატივის განხილვაც კი. თუმცა, ის დანამდვილებით ვიცით, რომ სერიალის პრიქველზე მუშაობენ: დრაკონების სახლი, ასე ერქმევა ახალ სერიალს, რომელიც ჩვენთვის ნაცნობი მოვლენებიდან 300 წლით ადრე განვითარებულ ისტორიაზე მოგვითხრობს.
რაც შეეხება ტვიტერის პოსტს, როგორც სხვა ბევრი შთამბეჭდავი ფანთეორია, ამჯერადაც უმეტესი მათგანი მცდარი აღმოჩნდება და სინამდვილეში, შოუს შემქმნელებმა სტარკების ამ ცნობილი დევიზით, ალბათ, უბრალოდ თავი შეგვახსენეს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები