ეგვიპტეში მუმიფიცირებული ცხოველები აღმოაჩინეს, რომელთა შორის უიშვიათესი დიდი კატები და ლომიც არის.

ეგვიპტოლოგები კი აღფრთოვანებულები არიან — ცხოველებთან ერთად, 75 კატის ქანდაკებაც იპოვეს, რომელთა ნაწილი ხის, ნაწილი კი ბრინჯაოს მასალითაა დამზადებული.

ასევე ნაპოვნია მუმიფიცირებული ფრინველები და გიგანტური ხოჭოც, რომლის ზომაც ჩვეულებრივზე გაცილებით დიდია.

ქვეყნის ხელისუფლების აზრით ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს ეგვიპტური კულტურის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზებას სოფლიოში და შესაბამისად, ტურისტების მოზიდვასაც.

ფოტო: Mohamed Hossam / EPA

განსაკუთრებით საინტერესოა 5 ფიგურა, რომლიდანაც ორი იდენტიფიცირებულია, როგორც ლომის მუმიფიცირებული სხეული.

"მუმიფიცირებული ცხოველების ნაწილი ავაზას, ლეოპარდს, ლომს ან პანტერას ეკუთვნის", — ამბობს ეგვიპტის ანტიკვარიატის საბჭოს ხელმძღვანელი.

ფოტო: Mohamed Hossam /EPA

მუმიფიცირებული დიდი კატები საქარას ნეკროპოლის ქვეშ ინახებოდა, სადაც მნიშვნელოვანი აღმოჩენები 2004 წელსაც გაკეთდა. მუმიფიცირებულ ცხოველებს ეგვიპტელები ღმერთების თაყვანისცემისთვის იყენებდნენ.