იტალიური კათოლიკას უნივერსიტეტი (Università Cattolica del Sacro Cuore) და ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF 2019 წლის 3 დეკემბერს 17:00 საათზე გამართავენ ვებინარს სპეციალურად ქართველი მოსწავლეებისათვის.

ვებინარის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება უნიევრსიტეტის საბაკალავრო პროგრამები და სპეციალური შეთავაზება ქართველი აპლიკანტებისათვის. კათოლიკას უნივერსიტეტი გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოიპოვოთ სწავლის თანადაფინანსება და საგრძნობლად შეამციროთ თქვენი ხარჯები საზღვარგარეთ სწავლისას. იმისათვის, რომ ვებინარში მიიღოთ მონაწილეობა და ასევე შეიტყო მეტი დაფინანსების მოპოვების შესახებ, საჭიროა, გაიაროთ რეგისტრაცია.

რეგისტრაციის გავლის შემდგომ თქვენ მიიღებთ ლინკს, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ, რომ ჩაერთოთ ვებინარში პირადი კომპიუტერიდან. ვებინარზე დასწრება სახლიდან გაუსვლელადაც არის შესაძლებელი.

რეგისტრაციისთვის შეავსეთ ფორმა:

ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF ასევე მოხარულია გიმასპინძლოთ თავის ოფისში, სადაც ვებინარზე დასწრების გარდა თქვენ შეხვდებით განათლების კონსულტანტებსაც და მათგან მიიღებთ დამატებით ინფორმაციას. LEAF-ის ოფისი მდებარეობს საერთაშორისო აკადემია ლოგოსის შენობაში, პეკინის გამზირი 34, მე-3 სართული.

უნივერსიტეტი 1921 წელს დაარსდა და იტალიაში ერთერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟულია. კათოლიკას მთავარი წარმომადგენლობა არის მილანში და ასევე აქვს კამპუსები იტალიის სხვადასხვა ქალაქში: რომი, ბრეშა, პიაჩენცა და კრემონა. უნივერსიტეტს აქვს 200-ზე მეტი იტალიურენოვანი პროგრამა და 24 ინგლისურენოვანი პროგრამა, როგორც საბაკალავრო ასევე სამაგისტრო დონეზე.