ჰოლანდიელმა მხატვარმა და კინორეჟისორმა ფრანს ჰოფმესტერმა ცოტა ხნის წინ იუთუბზე ძალიან საინტერესო ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც გასაკვირი არაა, რომ მალევე მოიპოვა დიდი პოპულარობა.

საქმე ის არის, რომ კაცი ამ ვიდეოს გასაკეთებლად საკუთარ შვილს 20 წლის განმავლობაში უღებდა.

შედეგად კი ძალიან ემოციური პატარა დოკუმენტური ფილმი გააკეთა, რომელიც ერთი ადამიანის ტრანსფორმაციას, დაბადებიდან დედობამდე ასახავს.

"თქვენ მომსწრე ხართ ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი პროცესის, გაზრდა/დაბერების. ეს ყველაფერი კი სულ რაღაც, 5-წუთიან ვიდეოშია ნაჩვენები", — წერს ფრანსი.

მამა იმასაც აღნიშნავს, რომ შვილის მუდმივად გადაღება მისთვის ძალიან საინტერესოა და რომ მსგავსი ვიდეოების გადაღება მნიშვნელოვანი მომენტების სამუდამოდ დამახსოვრებაში ეხმარება.