2010 წლის შემდეგ 9 წელი გავიდა, იმ დროისთვის ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა ვარსკვლავების ცხოვრებაში კი მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ისინი უფრო ლამაზები და წარმატებულები გახდნენ.

კაილი ჯენერი, ნოლან გაულდი, ჯოი კინგი და სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებსაც დღეს ჩამოგითვლით კი ამის თვალსაჩინო მაგალითები არიან.

გავიხსენოთ 10 ვარსკვლავი, რომელიც 2010 წლის მერე ძალიან შეიცვალა:

1. კირნან შიპკა

ფოტო: , Daniele Venturelli / Getty Images

ფოტო: Chelsea Lauren / Getty Images

საბრინა სპელმენის როლის შემსრულებელი სულ რაღაც, 9 წლის იყო, როდესაც პოპულარობა მოიპოვა. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და ახლა ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობია.

2. ტაი შერიდანი

ფოტო: Steve Granitz / WireImage

ფოტო: Steve Granitz / WireImage

ტაი შერიდანი მსოფლიომ X ადამიანების სერიებიდან გაიცნო. ახლა ის 22 წლის არის.

3. ასა ბატერფილდი

ფოტო: Stuart Wilson / Getty Images

ფოტო: David M. Benett / Dave Benett / WireImage

ასა 7 წლის იყო, როდესაც მსახიობობა დაიწყო. დღეს კი მისი ნახვა ბევრ წარმატებულ ფილმსა თუ სატელევიზიო სერიალშია შესაძლებელი.

4. დილან მინეტი

ფოტო: Valerie Macon / Getty Images

ფოტო: Scott Legato / Getty Images

დილანი კიდევ ერთი ამერიკელი ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც მაყურებელმა ნეტფლიქსის დრამატული სერიალიდან, 13 მიზეზი რატომ გაიცნო.

5. ნოლან გაულდი

ფოტო: Angela Weiss / Getty Images

ფოტო: Tommaso Boddi / Getty Images

ნოლან გაულდი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა ერთ-ერთი ყველაზე სატელევიზიო შოუს Modern Family-ის ამომავალი ვარსკვლავი გახდა. პატარა და უცნაური ნოლანი დღეს უკვე 21 წლის არის.

6. ბაილი მედისონი

ფოტო: Alberto E. Rodriguez

ფოტო: Matt Winkelmeyer / Getty Images

საშინელებათა ჟანრის ფილმების მოყვარულებს აუცილებლად გემახსოვრებათ პატარა ბაილი მედისონის მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული როლი Don't Be Afraid of the Dark-ში. ბაილი დღეს ოცი წლისაა და სრულიად განსხვავებული ჟანრის ფილმებში ცდის საკუთარ სამსახიობო ოსტატობას.

7. ჯოი კინგი

ფოტო: ImagesStefanie Keenan / Getty Images

მიუხედავად იმისა, რომ ჯოი კინგმა საკუთარი სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში დაიწყო, მსოფლიომ ის The Act-დან გაიცნო, სადაც მან არაჩვეულებრივად გააცოცხლა გიფსი როუზისა და მისი ფსიქიკურად დაავადებული დედის შემზარავი რეალური ისტორია.

8. კაილი ჯენერი

ფოტო: Noel Vasquez / Getty Images

ფოტო: Theo Wargo / WireImage

კაილი ჯენერი ცნობილი მოდელის, კიმ კარდაშიანის პატარა და არის, რომელიც მაყურებელმა რეალური შოუდან Keeping Up with the Kardashians გაიცნო. კაილის დღეს კოსმეტიკის საკუთარი ხაზი, უსაზღვრო პოპულარობა და მილიონობით დოლარი აქვს.

9. ჩენდლერ რიგსი

ფოტო: John Shearer / WireImage

ფოტო: Lalo Yasky / Getty Images

მოსიარულე მკვდრების პატარა ვარსკვლავი დღეს უკვე წარმატებული მსახიობია, რომელმაც ბოლო 9 წლის განმავლობაში კიდევ უფრო შეაყვარა თავი მაყურებელს.

10. სოფი რიჩი

ფოტო: Kristian Dowling / Getty Images

ფოტო: Tommaso Boddi / Getty Images

სოფი რიჩი დღეს უკვე ცნობილი ამერიკელი მოდელია, რომელიც ისეთი ცნობილი ბრენდის სახე იყო, როგორიცაა შანელი. ის ცნობილი მომღერლის ლიონელ რიჩის ქალიშვილია.