აგვისტოს ომი, პუტინი და აკუნინის ქართველ მკითხველთან შეხვედრის სხვა აქცენტები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული წარმოშობის რუსი მწერალი ბორის აკუნინი, იგივე გრიგოლ ჩხარტიშვილი მკითხველს შეხვდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, ძირითადი აქცენტები კი მის ნაწარმოებებსა და პერსონაჟებზე გაკეთდა. იყო საუბარი პოლიტიკაზეც, ამის გარეშე, ალბათ, წარმოუდგენელიც იქნებოდა. მწერალმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და აგვისტოს მოვლენებიც შეაფასა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ბევრი პროვოკაციული მცდელობა ჰქონდა პუტინის მისამართით და მის ასეთ პოლიტიკას გამართლება არ აქვს. თუმცა, მისივე მოსაზრებით, დანაშაულის 90 პროცენტი აგვისტოს მოვლენებში რუსეთს მიუძღვის, რადგან ის დიდი სახელმწიფოა და მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება.
მწერალმა თავისი ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოების, რუსეთის სახელმწიფო ისტორია 2013-დან დღემდე-ს შესახებ საუბრისას განმარტა, რომ ისტორიას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში დიდი მნიშვნელობა აქვს.
როგორც თავად იხსენებს, ნაწარმოების დაწერა 2011-2012 წლის მოლენების შემდეგ გადაწყვიტა. მისი თქმით, ამ პერიოდში ქვეყანაში დემოკრატიზაციისა და ლიბერალიზაციის მოძრაობამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ამ პროცესების უკან სერიოზული პრობლემებია და ეს პრობლემები ქვეყნის ისტორიაშია:
"მე არ მიყვარს პუტინი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთში რაც ცუდი ხდება, ყველაფერი მისი ბრალია. დასკვნებია გამოსატანად ისტორიას უნდა გადავხედოთ, ყველაფრის ერთი კაცისთვის დაბრალება ძალიან ბავშვური საქციელია, როგორც ამას რუსეთში ოპოზიციის წარმომადგენლები აკეთებენ".
ბორის აკუნინთან შეხვედრას ესწრებოდა მისი ქართველი მთარგმნელი მიხო მოსულიშვილიც. მან მწერალს სამახსოვროდ გურული ქუდი აჩუქა. ეს შეხვედრაზე მთავარი დაჯილდოების წინმსწრები აღმოჩნდა, რადგან სწორედ ამის შემდეგ ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ მას საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
აკუნინი აცხადებს, რომ ახლა სამ ქვეყანაში - ბრიტანეთში, ესპანეთსა და საფრანგეთში ცხოვრობს, ენატრება მოსკოვი, მაგრამ არ უნდა იქ ცხოვრება. ეს მონატრება კი დაშორებული ცოლ-ქმრის ურთიერთობას შეადარა. სამი ქვეყნიდან თითოეული მისთვის ცალკეულ ჟანრების შთაგონების წყაროა. ლონდონში ნოველებს წერს, ესპანეთში გასართობ და ისტორიულ ამბებს, საფრანგეთი კი სერიოზული და საინტერესო ნაწარმოებების წყაროდ მიაჩნია.
ბორის აკუნინთან შეხვედრა ილიაუნიში ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მას ასობით ადამიანი დაესწრო.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები