ქართველი რეჟისორის თამარ შავგულიძის ფილმის კომეტები მსოფლიო პრემიერა კანადაში, ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.

"ფილმი ამავე ფესტივალის საკონკურსო სექცია "აღმოჩენებში" იქნება წარმოდგენილი", — წერია ფილმის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ფოტო: Comets • კომეტები

სცენარზე თავად რეჟისორმა იმუშავა, პროდიუსერები კი თეკლა მაჭავარიანი და ალექსანდრე შარვაშიძე არიან.

ფილმს, რომელიც ორი ქალის, ბავშვობის მეგობრების ხანგრძლივი სიყვარულის შესახებ გვიყვება, თბილისის კინოფესტივალზეც აჩვენებენ — მთავარ როლებს ნინო კასრაძე, ქეთევან გეგეშიძე, ნინა მაზოდიერი და მარიამ ირემაშვილი ასრულებენ.