ფემიციდისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ პარიზში მრავალათასიანი მარში მოეწყო. აქციის მონაწილეები პრობლემის მოგვარებისთვის მოსახლეობის აქტიურობასა და ხელისუფლების უფრო მეტ მოქმედებას მოითხოვენ.

ფემიციდის სტატისტიკით დასავლეთ ევროპაში საფრანგეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. მიმდინარე წელს სულ მცირე 115 ქალი გახდა თავისი ყოფილი თუ მოქმედი პარტნიორის მსხვერპლი. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში ქალთა უფლებებისთვის აქტიურად იბრძვიან, ოჯახში ძალადობის სტატისტიკა მაინც მაღალია, როცა ძირითადად პოლიციის გულგრილობით არის გამოწვეული. თვითონ პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამ ფაქტს ქვეყნის სირცხვილს უწოდებს.

23 ნოემბერს პარიზის ცენტრი იისფერი დროშებით დაიფარა. შაბათის მარში წელს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია იყო პარიზში. მას ცნობილი მსახიობები და ტელეწამყვანებიც შეუერთდნენ.

"ჩვენ ვცხოვრობთ კულტურაში, სადაც მოძალადეს ამართლებენ", — განუცხადა Associated Press-ს ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP

ფოტო: AP