ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტში გამგეობის შენობას ხანძარი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.