მაქამდე მიიყვანეთ — როგორ ამართლებს აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი რიჟვაძის რეპლიკას "დაოკებაზე"
აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე არხის წამყვანს, თეონა ბაკურაძეს ადანაშაულებს იმაში, რომ მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე "იქამდე მიიყვანა", რომ მან "დაოკებისკენ" მოუწოდა. ახალმა დირექტორმა არხს კრიტიკული ტონი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობის დროს დაუწუნა.
მისი ინტერვიუდან ირკვევა, რომ ჟურნალისტები კრიტიკულები არ უნდა იყვნენ და კითხვები ისე უნდა დასვან, როგორც "საკუთარ დასთან და ძმასთან".
"ის მაინც შენიანია, რა... ეს მიდგომა უნდა გქონდეს... შენთან სახლში სტუმარი რომ არ მოვა, ვისი ბრალია შენია თუ სხვისი", — თქვა რესპონდენტებზე საუბრისას არხის ახალმა დირექტორმა.
მალევე გადაცემაში სტუმრად მისულმა დირექტორმა თავად გადაწყვიტა წამყვანის რესპონდენტად ქცევა და კითხვების დასმა. მას შემდეგ კი, რაც წამყვანისგან პასუხი ვერ მიიღო, ხმის ტონსაც აუწია.
"გამეცი პასუხი", — უყვირა დირექტორმა წამყვანს.
კოხრეიძის ნათქვამიდან ირკვევა, რომ კრიტიკული კითხვებით რესპონდენტები უარს ამბობენ აჭარის ტელევიზიაში სტუმრობაზე და წამყვანმა ყველაფერი უნდა ქნას, რომ მათ "აზრის გამოთქმის საშუალება არ წაართვან".
"შენ უქმნი ისეთ პირობას, რომ არ მოდის გადაცემაში, გიცხადებს ბოიკოტს... მისი ხმა იკარგება", — თქვა დირექტორმა.
ცვლილებები აჭარის ტელევიზიაში
ქართული ოცნების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა ახალმა მრჩეველთა საბჭომ მეოთხე მცდელობაზე დირექტორად ის კანდიდატი აირჩია, რომლის დანიშვნაშიც ჟურნალისტების ნაწილი სარედაქციო საფრთხეს ხედავს. გიორგი კოხრეიძე აქამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.
ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ მრჩეველთა საბჭოს წინა შემადგენლობას დირექტორის არჩევის სამი უშედეგო მცდელობა ჰქონდა. საბჭო, რომელმაც ახალი დირექტორი აირჩია რამდენიმე კვირის წინ დაკომპლექტდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მეოთხე კონკურსის მეორე მცდელობაა. პირველი სწორედ კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე შეჩერდა. ის ამტკიცებდა, რომ მესამე კონკურსის გამარჯვებული იყო და მეოთხე მცდელობა ტელევიზიას აღარ უნდა ჰქონოდა. ეს სარჩელი კოხრეიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაუკმაყოფილა. ახალი ბორდის არჩევის შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.
ამავე თემაზე: რა ხდება აჭარის ტელევიზიაში — მოკლედ
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
კომენტარები