გიორგი აღაპიშვილი – სამთავრობო "ბლოგერი", რომელიც ხელოვნური ინტელექტის შექმნილ ფოტოს იყენებს
ფაქტების გადამოწმების პორტალი, მითების დეტექტორი სახელისუფლებლო "ბლოგერის", გიორგი აღაპიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატია ახალ პრეცედენტზე, სამთავრობო გვერდის მიერ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოს გამოყენებაზე მოგვითხრობს. აქამდე ყალბი გვერდები და პროფილები უმეტესად რეალური ადამიანების ფოტოებს იყენებდნენ.
Facebook გვერდი “გიორგი აღაპიშვილის ბლოგი”, რომელიც 2019 წლის 22 ივლისიდან ფუნქციონირებს, პრო-სახელისუფლებო გვერდია და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტივისტებისა თუ პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ პოსტებს ავრცელებს. აღაპიშვილის ბლოგს ქართული ონლაინ პლატფორმები ხშირად წყაროდ იყენებენ და მასზე დაყრდნობით სასურველ გზავნილებს სხვა გვერდებზე თუ საიტებზე ავრცელებენ.
"გიორგი აღაპიშვილის ბლოგის" პროფილის ფოტოზე გამოსახული ადამიანი საერთოდ არ არსებობს. ფოტოს დეტალების ანალიზი და გენერირებული ფოტოების დამახასიათებელი ნიშნები გვიჩვენებს, რომ ფოტო პროგრამულად არის შექმნილი.
ხელოვნურობის დამადასტურებელი ნიშნებია კანთან შერეული თმა, არაბუნებრივი ღრმულები, ასიმეტრია ტუჩებთან და ასე შემდეგ...
ფეისბუკ გვერდი “გიორგი აღაპიშვილის ბლოგი” 2019 წლის 22 ივლისს, “გავრილოვის ღამიდან” 1 თვის თავზე შეიქმნა და მას 3 ადმინისტრატორი ჰყავს. პირველი პოსტი გვერდმა შექმნიდან მეორე დღეს, 23 ივლისს გამოაქვეყნა და ის ლევან ბერძენიშვილის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. მისი სამიზნე იყო ასევე მამუკა ხაზარაძე და ანაკლიის პორტის პროექტი.
დისკრედიტაციის გარდა, აღაპიშვილის ბლოგზე ვხვდებით ხელისუფლების, კერძოდ კი გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის საქებარ პოსტებს.
ადამიანების დიდმა ნაწილმა კვლავ არ იცის, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით არარსებული ადამიანების გენერირება ახლა ისეთი მარტივია, როგორც არასდროს. მაგალითად, ამ საიტზე განთავსებული არც ერთი ადამიანი არ არსებობს.
ზემოთ მოცემულ ფოტოზე ხედავთ იმ ოთხწლიან პროგრესს, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა გაიარა. ფოტოს მარცხენა მხარეს არსებული შავ-თეთრი ფოტოები ხელოვნური ინტელექტის მიერ 2014 წელს არის შექმნილი. ფოტოში მარჯვნივ კი ამ წელს გამოქვეყნებულ სურათებს ვხედავთ.
თუ გინდათ, გადაამოწმოთ, რამდენად კარგად არჩევთ ერთმანეთისგან ნამდვილ და "გამოგონილ" ადამიანებს, შეავსეთ ჩვენი ტესტი.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები