ისინი, ვინც მხედველობის პრობლემებს არ უჩივიან, ხშირად, როცა იმ ადამიანს ხედავენ, ვინც მხედველობის სათვალეს ატარებს, ფიქრობენ, რომ ეს ძალიან მომხიბვლელი აქსესუარია. მეტიც — რაღაც ინტელექტუალურ იერსაც კი ჰმატებს მის პატრონს.

კი, როგორ არა.

აი, ისინი კი, ვინც მთელი რიგი მიზეზების გამო იძულებულნი არიან სათვალე ატარონ, მთლად ასე აღფრთოვანებულებიც არ არიან ამ ფაქტით: ერთი შეხედვით ეს უმნიშვნელო დეტალი მთელ რიგ უხერხულობებს წარმოქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ამის საილუსტრაციოდ აღგიწერთ იმ ათ სიტუაციას, რომელიც მტკივნეულად ნაცნობია მათთვის, ვინც სათვალეს ატარებს.

1. როცა სხვებს წვიმიანი ამინდი უხარიათ და ამ დროს შენ:

2. როგორც კი გარეთ აცივდება, ნებისმიერ შენობაში შესვლისას, სადაც შედარებით მაინც თბილა, სათვალის მინა მაშინვე იორთქლება.

3. როცა კინოში 3D ფილმის სანახავად მიდიხარ.

4. სათვალე რომ გიკეთია და ამ დროს მაინც გამწარებული დაეძებ და თავბედს იწყევლი, ბოლოს სად დავტოვეო.

5. ტირილის დროსაც კი უნდა გაითვალისწინო, რომ სათვალეს ატარებ.

6. ხანდახან გინდება, რომ ცეკვისას ბოლომდე აიწყვიტო, მაგრამ სათვალის მოხსნას ვერ ბედავ, რადგან ამ შემთხვევაში იმას ვეღარ გაიგებ, თუ ვის ეცეკვები.

7. როცა მეგობარს სთხოვ, რომ სათვალე მოგაწოდოს და ამის გაკეთებისას ის მინაზე ათივე თითის ანაბეჭდს ტოვებს.

8. დაივიწყეთ ცხელი ყავა და ჩაი — ჭიქასთან მიახლოება და მხედველობის დაკარგვა ერთია.

9. რამდენჯერაც არ უნდა გაწმინდო სათვალე, მაინც მუდმივად ჭუჭყიანია.

10. როცა სახლიდან გამოდიხარ არხეინად და უცებ აცნობიერებ, რომ სათვალე დაგრჩა.