ევროპული საქართველოს პრესსამსახურის წევრი თორნიკე დიასამიძე დაკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

დიასამიძე პარტიის წევრებთან ერთად დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ოლქთან იმყოფებოდა, როდესაც სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს. IPN-ის ინფორმაციით, ის ოფისის კედელზე სტიკერებს აკრავდა.

ფოტო: ფოტო ვიდეოდან / TV პირველი

შსს-ში ამბობენ, რომ დიასამიძე და მასთან ერთდ დაკავებული ქართული ოცნების მხარდამჭერი ხელწერილით გაათავისუფლეს.

მანამდე დღეს ევროპული საქართველოს წევრები მამუკა მდინარაძის ოფისთან იყვნენ, სადაც რატიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ფაქტი, რომელსაც პოლიციის თანამშრომლები ხედავდნენ, მთავარი არხის ოპერატორმა გადაიღო, თუმცა დაკავებული არავინ არის.

"მაინც დაგაბოქლომებთ"

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.

ამავე თემაზე: