პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ცდილობს "მაქსიმალური დესტრუქციით" და "ისტერიული აქტივობებით" მოხვდეს ყურადღების ცენტრში. მისივე თქმით, ასე ცდილობს ოპოზიცია "თავი მიყიდოს საზოგადოებას", თითქოს მათ ვინმე პოლიტიკური მიზნით უპირისპირდება.

"ეს არ არის მართალი. კოჰაბიტაციის დასრულება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიწყებთ მზადებას 2020 წლის არჩევნებისთვის... სწორედ ამ არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაცია საბოლოოდ დარულდება, ვინაიდან არჩევნების შედეგები ყველა პოლიტიკურ პარტიას და ცალკეულ პოლიტიკოსს ეტყვის, თუ სად არის მისი ადგილი", — განაცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლისას 37 აქტივისტი დააკავეს, რომელთა საქმეს ერთი მოსამართლე განიხილავდა. 10 პირს პატიმრობა შეეფარდა, რასაც ოპოზიცია პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. აქტივისტები თანამებრძოლებს პოლიტიკურ პატიმრებს უპოვებენ.

აქციის დაშლის შემდეგ, სასამართლო პროცესის პარალლეურად, ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ.