ისრაელის მთავარმა პროკურატურამ პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციის ბრალი წაუყენა. ბრალდება ეხება ქრთამის აღებასა და თაღლითობას, კერძოდ, მას ადანაშაულებენ მდიდარი ბიზნესმენებისგან საჩუქრების აღებაში.

პოლიციის ცნობით, ისრაელის პრემიერმა 100 000 აშშ დოლარის ღირებულების საჩუქრები მიიღო ებრაელი მილიარდერისგან, არნორ მილჩენისგან და სხვა მხარდამჭერებისგან. ბრალდებებს შორისაა ისიც, რომ ნეთანიაჰუ ისრაელის ერთ-ერთი გაზეთის Yediot Aharonot-ის გამომცემელს სთხოვდა, რომ ის პოზიტიურად გაეშუქებინა. პოლიცია ამავე გამოცემის რედაქტორის პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვდა.

ნეთანიაჰუ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ამ საქმეში მისი ოპონენტების მსხვერპლია. იგი, ასევე, ამბობს, რომ არ გადადგება და ამის იურიდიული ვალდებულებაც არ არსებობს.