როგორ დავიცვათ თავი და გარშემომყოფები ვირუსებისგან
მსოფლიო ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციის მიხედვით, გრიპის ვირუსებისგან ყველაზე ეფექტურ დაცვად სეზონური გრიპის ვირუსების აცრა რჩება, თუმცა იმის მიუხედავად, აცრილი ხართ თუ არა გრიპზე, გარკვეული წესების დაცვა ცხოვრებას მაინც გაგიმარტივებთ.
ასეთია ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევები გრიპის პრევენციისთვის:
- ხელების ხშირად დაბანა საპნითა და წყლით;
- სურდოს დროს მხოლოდ ერთჯერადი ხელსახოცების მოხმარება და გამოყენებისთანავე ურნაში გადაყრა;
- ავეჯის, იატაკის, სველი წერტილების ზედაპირების ხშირად წმენდა და დეზინფიცირება
სახესთან, ცხვირ-პირთან და თვალებთან ხელით ნაკლები კონტაქტი; - გრიპის მქონე ადამიანებთან ნაკლები კონტაქტი და ავადმყოფობის დროს სახლში დარჩენა;
- ასევე, არ არის რეკომენდებული ანტივირუსული პრეპარატების მიღება ექიმის რჩევის გარეშე.
ყველა ამ რჩევის დაცვა მარტივია, თუმცა ზოგჯერ შეიძლება ვირუსის წინაშე სრულიად მოუმზადებლები აღმოვჩნდეთ, ამიტომ გთავაზობთ რამოდენიმე ხერხს, როგორ შეგვიძლია ჯანმრთელები გამოვძვრეთ მსგავსი სიტუაციებიდან:
1. რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც არ გვაქვს ხელსახოცი:
დაცემინებისას პირზე ხელის აფარება რომ აუცილებელია, ყველამ ვიცით, თუმცა ამ ქმედებასაც აქვს თავისი წესები: თუ არ გაქვთ ხელსახოცი, პირზე ხელი არ უნდა აიფაროთ, უნდა გამოიყენოთ მოხრილი იდაყვი.
დაცემინების დროს პირზე შიშველი ხელის აფარება იწვევს მიკრობების გაცილებით უფრო ადვილად გადაცემას იმ საგნების დაბინძურებით, რომელსაც სხვა ადამიანები ეხებიან. ასეთ დროს მიკრობები სასუნთქი გზიდან გადადიან ხელზე და ხელიდან საგნებზე, სადაც სიცოცხლისუნარიანობა შეუძლიათ 7 დღეზე მეტ ხანს შეინარჩუნონ. გასათვალისწინებელია, რომ ვირუსები ძირითადად წყალგაუმტარ, მყარ საგნებზე უფრო დიდ ხანს ცოცხლობენ ვიდრე ქსოვილებზე. ხოლო თუ იდაყვს აიფარებთ პირზე, ნივთების დაბინძურებისგან დაცული იქნებით, რადგან ნაკლები შანსია, იდაყვით შეეხოთ სხვადასხვა ზედაპირს.
2. როდესაც ვერ ვახერხებთ ხელების დაბანას წყლითა და საპნით:
ხელების ხშირად დაბანა ვირუსების სეზონის დროს პრევენციისთვის საუკეთესო საშუალებაა, თუმცა დღის განმავლობაში წყალი და საპონი შეიძლება ყოველთვის არ იყოს ხელმისაწვდომი, ამიტომ საეჭვო საგნებთან კონტაქტის შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ ხელებისთვის განკუთვნილი სადეზინფექციო ხსნარი, რომლის შემადგენლობაშიც სპირტი მხოლოდ 60% უნდა შედიოდეს.
სადეზინფექციო ხსნარი ხელმისაწვდომია ნებისმიერ აფთიაქში და მისი ჯიბით ტარება რთული სულაც არაა, თუმცა ეფექტის მისაღებად აქაც აუცილებელია წესების დაცვა — გამოყენების დროს ხელები არ უნდა გქონდეთ ცხიმიანი, არ უნდა გამოიყენოთ, თუ ხელები გაქვთ დაბინძურებული პესტიციდებით ან მძიმე მეტალებით, ასევე გამოყენების შემდეგ დაელოდეთ დაახლოებით 20 წამის გასვლას, რომ შეშრეს მასა ხელებზე. გაითვალისწინეთ, რომ სადენზინფექციო ხსნარი ბოლომდე ვერ დაგიცავთ მიკრობებისგან და მან შეიძლება გაანადგუროს ის მიკროორგანიზმებიც, რომლებიც იმუნიტეტის გამომუშავებას უწყობენ ხელს.
3. თუ არ გვაქვს სამედიცინო ნიღაბი:
წარმოიდგინეთ, რომ ხართ ოფისში ან სხვა ნებისმიერ დახურულ სივრცეში და აღმოაჩინეთ, რომ ახლომახლო დაავადებული ადამიანია. ასეთ დროს პირველ რიგში ანიავებთ ოთახს, შემდეგი ეტაპი კი დამცავი სამედიცინო ნიღაბის მორგებაა. თუ ნიღაბი არ გაქვთ, თავი შორს დაიჭირეთ — ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით.
თუ საეჭვო სიმპტომატიკის ადამიანისგან 3 ნაბიჯით დისტანცირდებით, ნაკლები შანსია, რომ დაავადდეთ.
როგორც ხედავთ, გამოსავლის პოვნა გამოუვალ სიტუაციებშიც შეიძლება. გისურვებთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი — ზამთრის სეზონზე.
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
-
გადახედვაჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე ჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე
კომენტარები