თბილისი მთავარი ნაძვის ხე 25 მეტრის სიმაღლის იქნება. ამის შესახებ იტალიაში შეძენილი საახალწლო აქსესუარების დასათვალიერებლად ჩასუმლმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ თქვა.

2019 წლის საშობაო ნაძვის ხე თბილისის ბიუჯეტს 304 848 ევრო უჯდება, რაც ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის 996 853 ლარია. ტენდერში იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა გაიმარჯვა, ამ კომპანიის წარმოებული სათამაშოებით გაფორმდება თბილისისი ქუჩების ნაწილი.

ნაძვის ხეს, რომელიც ბიუჯეტს მილიონ ლარამდე უჯდება, ერთწლიანი გარანტია აქვს, თბილისის მერიას კი 2019 წლის 10 დეკემბრამდე უნდა ჩაბარედეს. მისი განათება ციმციმა LED განათებით იგეგმება.